აშშ-ში რადიო ეთერიდან 40-იანი წლების სიმღერა მოხსნეს

სიმღერა Baby It’s Cold Outside უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც ამერიკისა და ევროპის სავაჭრო ცენტრებში ჟღერს საშობაო პერიოდში. ეს ერთგვარ ტრადიციად იქცა, თუმცა ამასწინათ, ოჰაიოს შტატის ერთ-ერთმა რადიოსადგურმა მსმენელების საჩივრის გამო სიმღერა ეთერიდან მოხსნა. მსმენელებს ტექსტის გარკვეული ადგილები არ მოსწონთ. ისინი ამბობენ, რომ მართალია სიმღერა სულ სხვა ეპოქაში დაიწერა, მაგრამ ახლა ის მორალურ ზიანს აყენებს მსმენელებს. #MeToo – ს აქტივისტების თქმით, სიმღერა სექსუალური შევიწროვების ნიშნებს შეიცავს. ამავე დროს, გამოკითხვამ, რომელიც რადიოსადგურმა ფეისბუქზე ჩაატარა, აჩვენა, რომ მსმენელების უმეტესობა არ ეთანხმება სიმღერის ეთერიდან მოხსნას.
სიმღერა 1949 წელს დაიწერა ფილმისთვის “ნეპტუნის ქალიშვილი”, რომელმაც 1950 წელს “ოსკარი” დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე სადაო გახდა სიმღერის ტექსტის ფრაზა Say what’s in this drink? (თქვი, რა არის ამ სასმელში?). კრიტიკოსები აღნიშნავენ – „თითქოს, სასმელში რაღაც ჩაყარეს“. ამავე დროს, სპეციალისტების აზრით, ამ ფრაზას 30-იან წლებში სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა და გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავდა „ისეთი რამის გაკეთებას, რასაც როგორც წესი, ჩვეულებრივად არ გააკეთებდი“. ფრაზა ხშირად გამოიყენებოდა იმდროინდელ დიალოგებში.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე: საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – ზაზა სარალიძე ბრძოლის ახალ ეტაპს აანონსებს