აშშ-ში პუტინზე ელცინის და კლინტონის გაშიფრული საუბარი გამოაქვეყნეს 

ბილ კლინტონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ ათასზე მეტი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსულ-ამერიკულ ურთიერთობას შეეხება, მათ შორის არის კლინტონის და მაშინდელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის სტენოგრამები-ამის შესახებ დოჩიე წერს
გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად ირკვევა,რომ 1999 წლის 8 სექტემბერს ელცინი ბილ კლინტონს სატელეფონო საუბარში ეუბნება, რომ მან თავის მემკვიდრედ ვლადიმირ პუტინი აირჩია.
ეს დიალოგი ელცინის ტელემიმართვიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ შედგა,სადაც ელცინი ამბობს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პუტინს დაუჭერს.
ელცინის მონაყოლის მიხედვით, ის პუტინს ,,შემთხვევით გადაეყარა”, რის შემდეგადაც მისი ბიოგრაფია, ინტერესები და სანაცნობო წრე შეისწავლა.

,,მივხვდი, რომ ის საიმედო ადამიანია, კარგად ერკვევა იმაში, რაც მისი პასუხისმგებლობის სფეროა, ამასთანავე, ძლიერია, ძალიან კონტაქტური და ადვილად შეუძლია კარგი ურთიერთობების დამყარება”-აცხადებს ელცინი კლინტონთან საუბარში

დოჩიე ველეს ინფორმაციით, ვილ კლინტონისა და ელცინის პირადი შეხვედრისას, როდესაც კლინტონმა ელცინს კითხა იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ელცინმა შემდეგი პასუხი გასცა: “ცხადია, პუტინი,ის იქნება ჩემი მემკვიდრე. ის დემოკრატია და იცის დასავლეთი” .

banner
წინა სტატიაშიჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს
შემდეგი სტატია“კაცი გაეროდან” და სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობა