აშშ-ში პოლიციელმა 16 წლის აფროამერიკელი გოგო მოკლა

ოჰაიოს დედაქალაქში პოლიციელმა 16 წლის აფროამერიკელი გოგო მოკლა, მას შემდეგ, რაც ის დანით თავდასხმას აპირებდა. მოკლულს მახია ბრაიანტი ქვია. მოზარდის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში სახლთან, სადაც ის მოკლეს, აქტივისტები შეიკრიბნენ. შემთხვევა ჯორჯ ფლიოდის საქმეზე პოლიციელისთვის განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.
კოლუმბუსის პოლიციამ პოლიციელის სამხრე კარემის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. პოლიციელი დროებით ჩამოშორებულია სამსახურს. დაწყებულია შიდა გამოძიება. ქალაქის მერმა მოსახლეობას სიმშვდისკენ მოუწოდა. გუშინ, თითქმის შუაღამით პოლიციაში ქალაქის სამხრეთ-აღმსავლეთ ნაწილიდან შევიდა ზარი იმის შესახებ, რომ მას ემუქრებიან. როგორც ვიდეოდან ჩანს, პოლიციელი მისამართზე მიდის იმ დროს, როცა სამ ქალს შორის, დასახლებული პუნქტის წინ, ჩხუბი მიდის. პოლიციელი დაპირისპირების შეწყვეტას ცდილობს და მიწაზე დაწოლის ბრძანებას სცემს. ერთ-ერთი ქალთაგანი, რომელიც შემდეგ მოკლული აღმოჩნდა, ჯერ ერთ ქალს დააგდებს მიწაზე, შემდეგ მეორესკენ გაექანება, ამ დროს გაისმის პოლიციელის იარაღიდან სროლის ხმა. ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოლიციელი ცდილობდა იმ ქალის სიცოცხლის გადარჩენას, რომლისკენაც მოზარდი გაიქცა. მოკლულის ნათესავები ამბობენ, რომ მოკლული თავდაცვის მიზნთ მოქმედებდა. ვინ გამოიძახა პოლიცია, მოკლულმა თუ ინციდენტში მონაწილე სხვა პირებმა, ჯერჯერობით უცნობია – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიარაადამიანური მოპყრობა ჯარისკაცების მიმართ – დაკავებულია 2 პოლიციელი
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: პიკში შევალთ აპრილის ბოლოს