აშშ-ში ფლეშ-მეხსიერებების მასობრივი შეგროვება დაიწყო

აშშ-ში ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდასთან საბრძოლველად ფლეშ-მეხსიერებების მასობრივი შეგროვება დაიწყო.
ნიუ-იორკის უფლებადამცველებმა, არაკომერციული ორგანიზაცია “ფორუმ-280”-დან აქცია Flash Drives for Freedom-ის ფარგლებში მოსახლეობას მოუწოდეს მათ ოფისში მოიტანონ რაც შეიძლება მეტი ფლეშ-მეხსიერებები, რომელიც ორგანიზაციის სეულის შტაბში გაიგზავნება. ფლეშზე ჩაიწერება დასავლური და სამხრეთ კორეული ფილმები და ტელეშოუები, რომელსაც არალეგალურად გადაიტანენ ჩრდილოეთ კორეაში და მოსახლეობას დაურიგებენ, რომ მათ ნახონ როგორ ცხოვრობს ხალხი მათ გარშემო.

2016 წლის იანვრის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის მხოლოდ 0,03%-ს აქვს ინტერნეტთან წვდომა, რაც დაახლოებით 7,2 ათასი ადამიანია. ბევრ მათგანს წვდომა მხოლოდ შიდა ინტერნეტზე აქვს, რომელიც მსოფლიო სისტემასთან არ არის მიერთებული.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიაში სამი თვის ჩვილი სახეში სროლით მოკლეს
შემდეგი სტატიადი კაპრიო ჩელიაბინსკის გუბერნატორმა რეგიონის ტურიზმის სახედ მიიწვია