აშშ-ში პატიმარმა 90 ადამიანის მკვლელობა აღიარა

78 წლის ამერიკელმა სემუელ ლიტლმა, რომელსაც მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, აღიარა, რომ 35 წლის განმავლობაში 90 ადამიანი მოკლა. თუკი მისი სიტყვები დადასტურდება, ის აღმოჩნდება ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე საშინელი სერიული მკვლელი. ლიტლს სამუდამო პატიმრობა სამი ქალის მკვლელობის გამო აქვს მისჯილი.

ლიტლი მთელს ქვეყანაში მოძრაობდა და ყველა ქალაქში კლავდა ხალხს. ბოროტმოქმედი ამბობს, რომ მას ახსოვს ყველა მკვლელობის დეტალი. თუმცა, წლებს ზუსტად ვერ ასახელებს. ის ამბობს, რომ ძირითადად ქალებს კლავდა, ნარკომანებს ან პროსტიტუტებს.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 60 მსხვერპლის სია შეადგინა. ადრეული მკვლელობები 1970 წლით თარიღდება.
ლიტლი კალიფორნიის ციხიდან ტეხასის ციხეში გადაიყვანეს. 78 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და როგორც სამართალდამცველები ვარაუდობენ, ის, სავარაუდოდ, ტეხასის ციხეში მოკვდება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიეუთო: მეორე ტურში ქართველმა ხალხმა ისევ დაადასტურა დემოკრატიისადმი თავისი ერთგულება
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთი აშშ-სგან მილიარდობით დოლარის შეიარაღებას შეიძენს