აშშ-ში „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ის ტეხასის შტატის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შტატში „ომიკრონ“ შტამით დაინფიცირებული პირის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც ვაქცინირებული არ იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირების შემთხვევების 70%-ზე მეტი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.

კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიწარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას შევეგუოთ – აჭარიდან კოლონები დაიძრა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი მონეტების დამზადებისა და თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა