12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

აშშ-ში “ოცნებას” თანამოაზრეებად არ მიიჩნევენ, ყველას კარგად ახსოვს, კობახიძე თეირანში ქელეხ-ქელეხ რომ დარბოდა – გეგელია

“ოცნებაში“ თვლიან, რომ აშშ-ში მათ ვინმე თანამოაზრეებად მიიჩნევენ, ეს ასე არ არის, ყველას კარგად ახსოვს, რომ ირაკლი კობახიძე თეირანში ქელეხ-ქელეხ დარბოდა, – ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გირგოლ გეგელიან განაცხადა.

“ბოლო დროინდელი დინამიკა, ის ვიზიტები, ზარები, გარკვეულ დონეზე მიუთითებს იმას, რომ – პირველი, გარკვეული ტიპის გადატვირთვაზე არის ფიქრი, მეორე- ამ გადატვირთვას აქვს ფასი. “ქართული ოცნება“ ხშირად ისე წარმოაჩენს, რომ ეს გადატვირთა შეიძლება მოხდეს ფასის გადახდის გარეშე – მათგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, რაც ასე არ არის. “ოცნებას“ აქვს კონკრეტული ტიპის ზომები აშშ-ის მხრიდან გადაცემული და მათ მოუწევთ ამ მიმართულებით იმოქმედონ.

“ოცნება“ ცდილობს საქმე წარმოაჩინოს ისე, თითქოს, ისინი შეძლებენ ამ იზოლაციიდან ყოველგვარი ფასის გადახდის და ნაბიჯების გადადგმის გარეშე გამოსვლას. მაგრამ ასე არ არის, მათ მოუწვეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა – ამერიკული პრიზმიდან თუ შევხედავთ, ესენია, შუა დერეფნის საკითხი, ჩინეთის ეკონომიკური გავლენის შემცირება, ირანზე არსებული პოლიტიკის გასწორება, ეს არის პოლიტიკური და დემოკრატიული საკითხები. პოლიტპატიმრების გათავისუფლების და პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შეწყვეტის გარეშე აშშ-თან ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდება. ეას რის 4-5 ისეთი ზომა, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის მათთვის გადაცემული, როგორც სამოქმედო ნაბიჯები, რომელიც გაიზომება კონრკეტულად სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. 

თავისივე ოცნებებში არიან ეს ადამიანები გახვეული და ბევრი ილუზია გააჩნიათ. ისინი თვლიან, რომ აშშ-ში მათ ვინმე თანამოაზრეებად მიიჩნევენ, ეს ასე არ არის, ყველას კარგად ახსოვს, რომ ირაკლი კობახიძე თერიანში ქელეხ-ქელეხ დარბოდა”,- განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ირანის სამხედრო შტაბი დაბომბა – დაზიანებულია სინაგოგა
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: ქართველმა ერმა ახლა მაინც დაინახა ზვიად გამსახურდიას ამ მტრის და КГБ- ს ნომრიანი აგენტის ნამდვილი სახე