12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ვიზის ვადას გადააცილეს, აშშ-ის საელჩო უკავშირდება

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

„აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ, დარჩენა და რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საელჩოს ინფორმაციით, დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის თავდაცვის მდივანი ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მნიშვნელოვან შეხვედრას არ დაესწრება
შემდეგი სტატიაჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბრალს აღიარებს – “დავით შარაძიძე რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს “გაშველებას ცდილობდა”. “