აშშ-ში ,,კოვიდ 19-ის” ვაქცინით ექსპერიმენტული ცდების ჩატარება დღეს დაიწყება

ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდები ორშაბათიდან დაიწყება- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ASSOCIATED PRESS-ი მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ახალი ვაქცინა შემოწმდება, თუ რამდენად უნარიანია იგი კოვიდ 19-ის ინფიცირებისგან ადამიანების თავდასაცავად და არსებობს თუ არა სრული გარანტია იმუნიტეტის დაცვისა იმ ვირუსული ნაწილაკებისგან, რომელსაც ინფიცირებულები ხველების დროს აფრქვევენ ჯანმრთელი ადამიანის გარშემო.

გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ გამოცდაში მონაწილეობს ერთ-ერთი ამერიკელი მოხალისე, რომელიც მიიღებს ვაქცინის ექსპერიმენტულ დოზას, რომლის შემდეგაც შემოწმდება მისმა სხეულმა მიიღო თუ არ თავდაცვითი უნარი კოვიდ 19-ის ვირუსის წინააღმდეგ.

გამოცდები ჩატარდება ვაშინგტონის ჯანმრთელობის კვლევით ინსტიტუტში, რომელიც სიეტლში მდებარეობს. ეროვნული ჯანდაცვის უწყების ცნობით, სავარაუდო ვაქცინის სრულ შემოწმებასა და წარმოებაში მიღებას 12-იდან 18 თვემდე პერიოდი დასჭირდება.

banner
წინა სტატიაშიშაბათ-კვირას პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდა
შემდეგი სტატიაანა კასრაძე : ჩეხ ტურისტს კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა