აშშ-ში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინის ეფექტურობა აღიარეს

ამერიკული კომპანიის „Moderna“ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად აღიარეს შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ საუბარია საკვები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე სანიტარული ზედამხედველობისა და სამმართველოს ანგარიშში.

მასში აღნიშნულია, რომ არ არსებობს განსაკუთრებული საფრთხე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„იშვიათია იყო გვერდითი ეფექტი. მეტნაკლებად ხშირი იყო გვერდითი ეფექტები: სიცხე, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი“ ,- აღნიშნულია ანგარიშში.

მარეგულირებლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პრეპარატი შესაძლოა გახდეს მეორე ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, რომელიც ამერიკაშია დაშვებული. მანამდე ამერიკაში უკვე დაუშვეს Pfizer/BioNTech-ის ერთობლივი ვაქცინა.

ვაქცინის გამოცდაში 30 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მისი ეფექტურობა 94.1 %-ს შეადგენს. Pfizer/BioNTech-ისგან განსხვავებით, „Moderna“-ს ვაქცინა არ მოითხოვს მის შენახვასა და ტრანსპორტირებას ცელსიუსით -70 გრადუსზე.

ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის საკმარისი ჩვეულებრივი საყინულე კამერა, რომელიც უზრუნველყოფს ცელსიუსით -20 გრადუს ყინვას.

„Moderna“-ას ვაქცინაც ორსაფეხურიან ვაქცინაციას ითვალისწინებს – წამლის ორი დოზის გაკეთებას ერთთვიანი ინტერვალით.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე დაკავებული 7 პირი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაკოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას მუქარის შესახებ