აშშ-ში კორონავირუსის ახალი სახეობა გამოვლინდა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, კორონავირუსის ახალი ე.წ. „ბრიტანული“ შტამით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შტატის გუბერნატორის, ჯარედ პოლისის ოფისის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირებული პირი 20 წლამდე ახალგაზრდაა, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს და რომელიც ამჟამად იზოლაციაში იმყოფება.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მუშაობენ სხვა პოტენციური შემთხვევებისა და კონტაქტების იდენტიფიცირებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი გაერთიანებული სამეფოს გარდა მსოფლიოს 17 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები ევროპის რამდენიმე ქვეყნის გარდა დაფიქსირებულია აგრეთვე კანადაში, ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსი, აქამდე ცნობილ ვარიანტებთან შედარებით, უფრო გადამდები და ადვილად გავრცელებადია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს რამდენიმე მუხლი დაემატოს
შემდეგი სტატიაშსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 525 ფაქტი გამოავლინა