აშშ-ში კიბერშეტევის გამო რამდენიმე გაზეთი დაგვიანებით დაიბეჭდა

აშშ-ში 29 დეკემბერს კიბერშეტევის გამო რამდენიმე გაზეთი დაგვიანებით დაიბეჭდა, მათ შორის არის საგამომცემლო სახლ Tribune-ს გამოცემები: Los Angeles Times, The Chicago Tribune და The Baltimore Sun. ასევე, The New York Times-ი და Wall Street Journal-ი.
28 დეკემბერს Tribune-ს კომპიუტერულ ქსელში აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც შიდა პლატფორმებზე სწრაფად გავრცელდა. შაბათს გაზეთების გამოსვლა რამდენიმე საათით დაგვიანდა. Los Angeles Times-ის ინფორმაციით, სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ კიბერშეტევა უცხოეთიდან განხორციელდა, თუმცა, მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყანა ან ჰაკერული ჯგუფი შეიძლება ამ ყველაფრის უკან იდგეს, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი – “გიორგი გახარია “ოცნებისთვის” უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოპოზიციისთვის”
შემდეგი სტატიააშშ-ში უამინდობას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა