აშშ-ში “ყველაზე აუტანელ ბიზნესმენს” 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აშშ-ში ბრუკლინის სასამართლომ გუშინ მარტინ შკრელს ფინანსური მაქინაციებისა და ინვესტორების მოტყუების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 34 წლის მამაკაცმა განაჩენის გამოტანისას იტირა. შკრელი ინვესტორებს ყალბ მოხსენებებს უგზავნიდა.

მარტინ შკრელის სახელი გაზეთებში 2015 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ფარმაკოლოგიურმა კომპანია Turing Pharmaceuticals-მა რომელიც მას ეკუთვნოდა, პრეპარატზე ფასი 5 000%-ით გაზარდა. წამალს შიდსის სამკურნალოდ იყენებდნენ. წამლის ფასი 13,5 დოლარიდან 750-მდე გაიზარდა და ბევრმა დაინფიცირებულმა ადამიანმა მკურნალობა ვერ ჩაიტარა. წამალზე ღირებულების მოულოდნელი გაზრდა არც კანონის დარღვევა ყოფილა და არც უპრეცენდენტო შემთხვევა აშშ-ში, მაგრამ შკრელი ფარმაკოლოგიური კომპანიის სიხარბის ერთგვარი სიმბოლო გახდა, ამიტომაც მას “ყველაზე აუტანელი ბიზნესმენი” შეარქვეს. თაღლითობის და წამლის ფასის საქმე ერთმანეთთან არ იყო კავშირში.

გასული წლის აგვისტოში ჟიურიმ შრეკელი დამნაშავედ ცნო, თუმცა, განაჩენის გამოტანამდე გირაოთი გაუშვეს. ერთ თვეში კი ის თავის გამომწერებს სოციალურ ქსელში 5 ათას დოლარს დაპირდა, თუკი ისინი მას ჰილარი კლინტონის თმას მიუტანდნენ, რომელიც ბიზნესმენს აქტიურად აკრიტიკებდა.
სასამართლომ აღნიშნული პოსტი საკმარის ფაქტორად სცნო საიმისოდ, რომ ბიზნესმენის გირაოს შესახებ გადაწყვეტილება შეეცვალა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის მიმართვა კონგრესს – ოპოზიცია ინიციატივას მიესალმება
შემდეგი სტატიახულოში ეკლესია გაქურდეს