აშშ-ში ყოფილი ნაგავზე მომუშავე სერიულ მკვლელად აღიარეს

აშშ-ში ყოფილი ნაგავზე მომუშავე სერიულ მკვლელად აღიარეს

მენაგვეაშშ-ს სასამართლომ, ლოს-ანჟელესელი ლონი ფრანკლინი, რომელიც ადრე ნაგვის გატანაზე მუშაობდა ქალაქში, სერიულ მკვლელად აღიარა. მკვლელობებს ის 22 წლის მანძილზე ჩადიოდა – Associated Press-ი წერს. ეჭვმიტანილის დაკავებამდე დანაშაულები ბრალად ედებოდა მანიაკს სახელად გრიმ სლიპერს.
ფრანკლინი 2010 წელს დააპატიმრეს მას შემედგ, რაც პოლიციამ დნმ-ის კვალი აიღო, რომელიც მსხვერპლის ცხედრებზე იყო დატოვებული, მისი შვილის გენეტიკური მასალებიდან, რომელიც სხვა სამართალდარღვევისთვის იყო დაკავებული.
ბოროტმოქმედის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის დამნაშავე, მაგრამ სასამართლომ 63 წლის ფრანკლინი მაინც აღიარა ათობით მკვლელობებში დამნაშავედ. მისი ერთ-ერთი მსხვერპლი 15 წლის გოგონა იყო. დაკავებულს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
გრიმ სლიპერი – ამერიკელი სერიული მკვლელი ლოს-ანჟელესიდან. გახმაურებული წყაროების ცნობით, მკვლელი ახალგაზრდა შავკანიან ქალებს ირჩევდა. მისი პირველი ცნობილი მკვლლეობა 1985 წელს, ზაფხულში მოხდა, როცა 29 წლის დებორა ჯეკსონის ცხედარი იპოვეს. მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაადგინა პოლიციამ, რომ იარაღი, საიდანაც გოგონა მოკლეს, გამოყენებული იყო 7 დანაშაულში. მანიაკის ძებნას შედეგი არ მოყოლია. მკვლელობები 2007 წლამდე გრძელდებოდა.

banner
წინა სტატიაშიშინაიდ ო’კონორი პრინსთან დაკავშირებით ტყუილში დაადანაშაულეს
შემდეგი სტატიაორივე ჯორჯ ბუშმა უარი განაცხადა ტრამპის მხარდაჭერაზე