მოხსენება: აშშ-ში კათოლიკე მღვდლებმა ათასზე მეტი ბავშვი გააუპატიურეს

300-ზე მეტმა კათოლიკე მღვდლმა, აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, უკანასკნელი 70 წლის მანძილზე ათასზე მეტი ბავშვი გააუპატიურეს, მათ მოქმედებებს კი კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელები მალავდნენ -ამის შესახებ ნათქვამია ნაფიც მსაჯულთა მოხსენებაში.
დოკუმენტის მიხედვით,ნაფიცმსაჯულები ვარაუდობენ ,რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პედოფილიის მსხვერპლი, შესაძლოა , ბევრად მეტი ადამიანი იყოს.

ნაფიცმა მსაჯულებმა შესწავლეს ასევე, ე.წ. საიდუმლო არქივები ,2 მილიონი შიდა მოხსენებითი ჩანაწერი და განცხადება.

,,მღვდელბი აუპატიურებდნენ პატარა ბიჭებს და გოგონებს, შემდეგ კი, პირები, რომლებიც მათზე პასუხისმგებელი იყვნენ, არა თუ არაფერს აკეთებდნენ, არამედ, მალავდნენ მათ მოქმედებებს ათობით წლების მანძილზე. მიუხედავად მთელი რიგი ინსტიტუციონალური რეფორმებისა, ეკლესიის ლიდერებმა შეძლეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას გაქცეოდნენ” – ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც მოცულობით 1400 გვერდია და სადაც დეტალურად არის აღწერილი ბავშვებისადმი ძალადობის ფაქტები.

მოხსენებაში აღწერილი ერთ-ერთი ფაქტის მიხედვით ,მღვდელმა, რომელიც 7 წლის ბავშვს ზრდიდა და რომელთანაც სექსუალური კავშირი ჰქონდა, ბავშვი აიძულა საქციელი მასთან მოენანიებინა.
არაერთი მსხვერპლი ირწმუნება, რომ სასულიერო პირები მათ ათრობდნენ ან არასრულწოვნებით სხვაგვარად მანიპულირებდნენ .
პედოფილების მსხვერპლთა შორის პენსილვანიის შტატის ახლანდელი დემოკრატი-კონგრესმენი მარკ როცია, რომელიც ნაფიც მსაჯულებს მოუყვა, რომ ბერკსის კათოლიკურ სკოლაში მღვდელმა გააუპატიურა. იმავე მღვდელის მეორე მსხვერპლმა კი 2009 წელს თავი მოიკლა.

მოხსენებაში გავრცელებული ფაქტები, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოძიების შედეგია, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე ჩატარდა. კვლევა წელიწადნახევარი გრძელდებოდა და პენსილვანიის შტატის ექვს ყველაზე დიდ ეპარქიას შეეხო.

 

banner
წინა სტატიაშიპირველად ისტორიაში-აშშ-ში გუბერნატორის პოსტზე ტრანსგენდერი იყრის კენჭს
შემდეგი სტატიარატომ ეძახის ესპანეთის პოლიცია ქართველ ,,კანონიერ ქურდებს” ,,რუსულ მაფიას”