აშშ-ში ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი დაამონტაჟეს

უცნობმა პირებმა ჯორჯ სოროსის სახლის საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი ნივთიერება დაამონტაჟეს. მილიარდელი ნიუ-იორკის შტატში ცხოვრობს -ამის შესახენ The New York Times-ი წერს.

მათივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი ადგილობრივმა მუშამ იპოვა და მაშინათვე პოლიცია გამოიძახა. გამნაღმველებმა წარმატებით იმუშავეს. ინციდენტის დროს თვითონ სოროსი სახლში არ იმყოფებოდა.

ჯორჯ სოროსი, Forbes-ის ინფორმაციით, წლის ყველაზე დიდი უიღბლო ბიზნესმენი იყო. მისი კაპიტალი თითქმის სამჯერ, 23 მილიარდიდან 8,3 მილიარდამდე შემცირდა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა საუდის არაბეთს მოუწოდა ხაშოგის მკვლელობის საქმეს პასუხი გასცეს
შემდეგი სტატია„სტარტაპერი“ დამწყებ ბიზნესებს ახალ ფინანსურ პროდუქტს სთავაზობს