აშშ-ში ჰეროინის მომხმარებელთა უპრეცენდენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-ში ჰეროინის მომხმარებელთა რიცხვმა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პიკს მიაღწია – გაეროს მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, 2014 წელს ჰეროინის მომხმარებელი ერთი მილიონი ადამიანი იყო, რაც თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე 2003 წელს. 2000 წლიდან, სიკვდილიანობა, რომელიც ჰეროინს უკავშირდება, ხუთჯერ არის გაზრდილი.
“აშშ-ში ჰეროინის მოხმარების ნამდვილი ეპიდემიაა – უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ყველაზე დიდი მაჩვენებელია” – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ანგელა მე-მ Reuters-ი წერს.
მომხმარებელთა რიცხვის გაზრდას ჰეროინისადმი ადვილ წვდომას და მისი ღირებულების გაიაფებას უკავშირებენ. ჰეროინი კოლუმბიადან და მექსიკიდან დიდი რაოდენობით შემოდის.
აშშ-ში, ასევე, გაიზარდა სიკვდილიანობა ფენტანილის მოხმარების გამო, რომელიც სინთეტიკური ოპიოიდია და 50-ჯერ ძლიერია, ვიდრე ჰეროინი და 100-ჯერ ძლიერი, ვიდრე მორფინი. ზუსტად ამ პრეპარატის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა მომღერალი პრინსი.
გაეროს მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ სასწრაფოდ მისაღებია ზომები, რომელიც ჰეროინისადმი წვდმას შეამცირებს, რომ სიკვდილიანობაც შემცირდეს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში მომხდარ ტორნადოს 51 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაგერმანიის სამხრეთით პენსიონერის მიერ დამარხული ფული იპოვეს