აშშ-ში ევროპაში სამხედრო კონტიგენტის გაზრდის სურვილის შესახებ განაცხადეს

ევროპაში ამერიკელი სამხედრო კონტიგენტი უახლოეს მომავალში გაიზრდება – ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟოზეფ დანფორდმა Foreign Policy-სთან განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია სამხედრო ბრიგადების დამატებით განთავსებაზე, ასევე „კოსმოსურ სისტემებზე, კიბერშეიარაღებაზე, შორი რადიუსის გამანადგურებლებზე, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე“ და სხვა ზომებზე, რომელიც მოკავშირეების უკეთ დაცვაში შეუწყობს ხელს „მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ“.
რამდენიმე თვის წინ Reuters-მა დაწერა, რომ პენტაგონმა 2017 წლისათვის სამხედრო ხარჯის დასაფინანსებლად 600 მილიარი დოლარი ითხოვა რუსეთის, ჩინეთის და „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხეების გათვალისწინებით.

banner
წინა სტატიაშიSky News-მა განაცხადა რომ სირიის ხელისუფლება და „ისლამური სახელმწიფო“ თანამშრომლობენ
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვასაც აპროტესტებს