32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

აშშ-ში ექსტრემალური სიცხის გამო სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი სიცხის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი გარდაიცვალა. სინოპტიკოსების ცნობით, ვაშინგტონში, ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ჰაერის ტემპერატურამ 38°C-ს გადააჭარბა.

მაღალი ტემპერატურის გამო, აღნიშნულ ტერიტორიებზე საზეიმო ღონისძიებები დროებით შეჩერდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც შიდა უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოქალაქეებს უსაფრთხო თავშესაფრების პოვნისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის რეგიონებში საგანგებო სამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიქარელის მუნიციპალიტეტში ავტობანიდან სოფელ ახალსოფლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩაინგრა
შემდეგი სტატიასაქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა