აშშ-ში ემიგრანტებმა საქართველოს საელჩოს კარი საპროტესტო პლაკატებით დალუქეს

“ქართული ოცნების” რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ქართველები ვაშინგტონში შეიკრიბნენ.

ემიგრანტებმა საქართველოს საელჩოს ორივე კარი სიმბოლურად საპროტესტო პლაკატებით დალუქეს. ერთს აწერია – არა რუსულ კანონს და არა დიქტატურას, მეორე კი დიპლომატებისთვის დატოვებული გზავნილია.

“ამ კარის გამოღებით თქვენ ეთანხმებით და ემსახურებით რუსულ რეჟიმს” – ეს წარწერა დაუტოვეს დავით ზალკალიანს და მის თანამშრომლებს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა. ამ ფორმით გააპროტესტეს ამერიკაში მყოფმა ქართველებმა დიპლომატების დუმილი რუსეთიდან გადმოწერილ კანონზე.

banner
წინა სტატიაშისტუდენტები სასწავლო პროცესს აღარ დაესწრებიან – უნივერსიტეტი ალტეს თვითმმართველობა
შემდეგი სტატიაცნობილია იმ ახალაგზრდის ვინაობა, ვინც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა ააფრიალა