აშშ-ში დონალდ ტრამპის შვილისა და რუსი ადვოკატის შეხვედრის დეტალები გამოაქვეყნეს

აშშ-ს კონგრესის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა დონალდ- ტრამპ-უმცროსისა და რუსი ადვოკატის შეხვედრის შესახებ მოწმეთა ჩვენებები გამოაქვეყნა. როგორც “სიენენი” ავრცელებს, ქსელში ხელმისაწვდომია ჩვენებების დაახლოებით ორი ათასი გვერდი. ტელეარხი აღნიშნავს, რომ სტენოგრამები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების მსვლელობა შეუძლია შეცვალოს, რუსეთის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ 2016 წელს, თუმცა, ინტერვიუ აჩვენებს იმას, თუ რას ელოდებოდნენ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წევრები რუსი ადვოკატისგან.

კომიტეტმა დაკითხა შეხვედრასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პირი. აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს არ მიუცია ჩვენება – დონალდ ტრამპის სიძეს ჯერად კუშნერსა და ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს.
გამოქვეყნებულ მასალებს შორის არის შეხვედრის ორგანიზატორის, პროდიუსერ რობ გოლდსტოუნის ჩვენება. მისი თქმით, ის ელოდებოდა კომპრმატის რეალურ მტკიცებულებებს დემოკარტების ყოფილ ლიდერზე ჰილარი კლინტონზე, თუმცა, ზოგადად შეხვედრის იდეა არ მოსწონდა. ამავე დროს, დონალდ-ტრამპმა უმცროსმა თქვა, რომ მან მამას შეხვედრის შესახებ არ უთხრა, რადგანაც შეხვედრაზე გაჟღერებული ინფორმაცია შესაძლებელია არასწრი ყოფილიყო. ადვოკატ ვესელნიცკაიასა და ტრამპ-უმცროსს შორის შეხვედრის მიზეზი, თითქოსდა, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ კომპრომატების მიღება იყო. შეხვედრის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის 10 ივნისს. შეხვედრა ტრამპ-უფროსის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენებიდან ორ კვირაში შედგა.

რუსეთი არა ერთხელ დაადანაშაულეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიტუსკმა ტრამპი გააკრიტიკა ატომურ შეთანხმებასა და სავაჭრო სანქციების გამო
შემდეგი სტატიაევროპა აშშ-ს სანქციების წინააღმდეგ 20 წლის წინ მიღებულ კანონს აამოქმედებს