video აშშ-ში ცინცინატის ზოოპარკის თანამშრომლებმა ვოლიერში გორილა მოკლეს

gorilaაშშ-ში ცინცინატის ზოოპარკის თანამშრომლებმა ვოლიერში გორილა მოკლეს. ამის მიზეზი 4 წლის ბავშვის გადარჩენა გახდა, რომელიც ვოლიერში ჩავარდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. 17 წლის გორილამ, მეტსახელად ჰარამბე, რომელიც 180 კილოს იწონიდა, ბავშვი დაიჭირა და თავისკენ წაიყვანა.

10 წუთის შემდეგ ზოოპარკის თანამშრომლებმა გორილა მოკლეს. მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის ჯამრთლობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ზოოპარკის დირექტორმა ტეინ მეინარდმა განმარტა, სპეციალისტებმა საძილე ნივთიერების გამოყენებაზე უარი განაცხადეს, რადგან მისი მოქმედება მოკლე დროში ეფექტური არ იქნებოდა. მისივე თქმით, გორილას შესაძლოა ზიანი არ მიეყენებინა მცირეწლოვანისთვის, თუმცა სიტუაცია იმდენად უკონტროლო იყო, რომ სხვაგვარად მოქმედება შეუძლებელი იყო.

 

https://youtu.be/ZS-FzneowNg

banner
წინა სტატიაშისპეციალურმა კომისიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები შეარჩია
შემდეგი სტატიაკომპანია „ლიდერბეთი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს