აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 699 შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 699 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 851 520-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, კოვიდ 19-ს ქვეყანაში 995 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და გარდაცვლილთა რიცხვმა 107 175-ს მიაღწია.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6.5 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულია 386 000-ზე მეტი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა დღეიდან იწყება