აშშ-ში ბავშვების აცრას 2022 წლიდან დაიწყებენ

აშშ-ში კორონავირუს კოვიდ-19-ზე ბავშვების აცრას, სავარაუდოდ, 2022 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყებენ – ოთხშაბათს ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა ანტონი ფაუჩიმ თქვა – reuters-ი წერს.

რამდენიმე დღის წინ შეერთებულმა შტატებმა გაავრცელეს, რომ “ფაიზერის” ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია 12 წლის ასაკიდან.
ფაუჩიმ, ასევე, აღნიშნა, რომ ვაქცინის დოზის განმეორება იქნება საჭირო ერთი წლის განმავლობაში, ან მოგვიანებით, რომ ვირუსის წინააღმდეგ მდგრადობა გამყარდეს.

“ფაიზერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბოურლამ თქვა, რომ მისი აზრით დამატებითი აცრა 8-12 თვის პერიოდში იქნება საჭირო. აპრილში ბოურლამ CNBC-სთან განაცხადა, რომ ვირუსის წინააღმდეგ მედეგობის გასაძლიერებლად, ორი დოზის გაკეთების შემდეგ დაახლოებით მეთორმეტე თვეს, მესამე დოზა ვაქცინაც იქნება საჭირო. თუმცა, მეცნიერებს მესამე დამატებითი დოზის აუცილებლობის შესახებ ჯერაც არა აქვთ პასუხი, ისინი საკუთარ აზრს ვაქცინაზე დაკვირვების შემდეგ დააფიქსირებენ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი
შემდეგი სტატია“жизнь ворам” – წარწერის გამო 51-ე სკოლაში საგანგებო თათბირი გაიმართა