აშშ-ში ავტოაუქციონი მსხვერპლით დასრულდა

აშშ-ს ქალაქ ბილარიკას ავტოაუქციონი მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, Jeep Cherokee-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც ასაკოვანი მამაკაცი მართავდა, მართვა დაკარგა და დამთვალიერებელთა ჯგუფს გადაუარა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 10 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის 6 – საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
თვითმხილველთა ცნობით, ინციდენტი უბედური შემთხვევა იყო და ავტომობილის მძღოლს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ღია მუქარა ფხენიანს: ჩვენ ვემზადებით!
შემდეგი სტატიამაკრონი – პუტინის დიქტატს არასდროს დავემორჩილები