21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატში მომხდარი მსუბუქი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა.

ადგილობრივი პრესისა და ებრაული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ვაშინგტონიდან აღმოსავლეთით, რამდენიმე კილომეტრში, ღამით მოხდა.

ბორტზე მყოფი სამივე პირი — პილოტი და ორი მგზავრი — ადგილზე გარდაიცვალა.

საფრენი აპარატი ადგილობრივ საავიაციო სკოლას ეკუთვნოდა და, სავარაუდოდ, სასწავლო ფრენას ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშიპარიზში ჩხრეკისას პიკასოს €12 მილიონად შეფასებული ტილო აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაშვეიცარიაში აშშ -სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა