17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“აშშ-ში არჩევნები გაყალბებული იყო, მალე ადამიანები პასუხისგებაში მიეცემიან” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო, მალე ხალხს გაასამართლებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ დევნას.

„ეს გაყალბებული არჩევნები იყო. ახლა ყველამ იცის ეს. მათ გაიგეს. მალე ადამიანები პასუხისგებაში მიეცემიან იმის გამო, რაც გააკეთეს. ეს ალბათ ახალი ამბავია, მაგრამ ასეც უნდა იყოს. ეს გაყალბებული არჩევნებია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაში„ძლიერი საქართველო“ – ალიევის მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ სატრანზიტო ტვირთები, რომელიც საქართველოზე გადის, მალე გადამისამართდება სომხეთის მარშრუტებზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა რეგიონში საბოლოოდ კარგავს პოზიციებს
შემდეგი სტატიასაბურთალოზე ერთ-ერთ შენობაში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს