აშშ-ში აღლუმზე ტანკებს არ გამოიყვანენ

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია აღლუმის ჩატარება, თუმცა, არა იმ გეგმით, როგორიც მან საზოგადოებას გააცნო – შაბათს ამერიკულმა მედიამ დაწერა. სავარაუდოდ, აღლუმი 4 ივლისს ჩატარდება, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს და არა 11 ნოემბერს – ვეტერანთა დღეს. გარდა ამისა, ვაშინგრონის ქუჩებში, თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმამდე, გზის საფარის დაცვის მიზნით, ტანკები ვერ გაივლიან. ტანკების ნაცვლად, მასში მონაწილეობას მიიღებს სამხედრო ტექნიკა, რომელიც ბორბლებზეა, ასევე, სამხედრო თვითმფრინავები.

აშშ-ში დიდი სამხედრო აღლუმი ბოლოს 25 წლის წინ გაიმართა. ჟურნალისტების აზრით, ტრამპს იდეა სამხედრო აღლუმის შესახებ პარიზში დაებადა, 2017 წლის ზაფხულში, როცა საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაკანაფის ბაზარი გერმანიაში – რა შეიცვალა ლეგალიზაციის შემდეგ