აშშ-ში 40 წლის მანძილზე პირველად გაიწვიეს მოსამართლე არასათანადო სასჯელის გამო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 20:59

აშშ-ში 40 წლის მანძილზე პირველად გაიწვიეს მოსამართლე არასათანადო სასჯელის გამო

კალიფორნიელმა ამომრჩევლებმა კენჭი უყარეს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის აარონ პერსკის გადაყენებას. ორი წლის წინ მან ექვსთვიანი განაჩენი გამოუტანა სტუდენტ ბროკ ტერნერს სექსუალური ძალადობის ფაქტზე, რომელიც ბევრმა ძალიან მსუბუქ სასჯელად შეაფასა.
გადაწყვეტილება მოსამართლის გაწვევის შესახებ აშშ-ში 1977 წლიდან პირველად მოხდა და კალიფორნიაში კი – 1930 წლიდან.
პერსკის გაწვევის შესახებ კამპანიას აქტივისტები ჩაუდგნენ სათავეში, რომლებიც მისი განაჩენით უკმაყოფილოები იყვნენ.

ნაფიცმა მსაჯულებმა 20 წლის სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი ბროკ ტერნერი, რომელმაც 22 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა, დამნაშავედ ცნეს. მას წაყენებული მუხლით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. პროკურორებმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს, თუმცა, აარონ პერსკიმ ჩათვალა, რომ სტუდენტის მონანიების გამო უმჯობესი იყო მისი 6 თვით ციხეში ჩასმა.
მოგვიანებით მისი გადაწყვეტილება უმაღლესმა ინსტანციამ განიხილა და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. თვითონ მოსამართლე ამბობს, რომ მას ყველანაირი უფლება ჰქონდა ასეთი მსუბუქი სასჯელი გამოეტანა, რადგანაც ტერნერი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა და ის გარშემომყოფთათვის საშიშროებას არ წარმოადგენდა, ციხე კი მასზე ცუდ გავლენას მოახდენდა.

პერსკი იურიდიულმა საზოგადოებამ დაიცვა, ისინი ამბობენ, რომ მოსამათლე მკაცრად კანონის ფარგლებში მოქმედებდა – New York Times-ი წერს.
ტერნერის საქმემ აშშ-ში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ტერნერი სტენფორდის უნივერსიტეტში პერსპექტიულ სტუდენტად ითვლებოდა, ის აშშ-ს საუკეთესო მოცურავეების სიაში იყო. მომხდარის შემდეგ ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ციხიდან კი განაჩენის გამოტანიდან სამ თვეში გამოუშვეს კარგი ყოფაქცევის გამო. მას სამწლიანი გამოსასწორებელი პერიოდი დაუნიშნეს, გარდა ამისა, ტერნერი იმ პირთა სიაშია, რომლებმაც სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს.

2016 წელს კალიფორნიის შტატში სექსუალურ ძალადობაზე კანონდებლობა შეიცვალა, რომ მსუბუქი განაჩენები არ დადგეს. კერძოდ, სექსუალური ძალადობა განიხილება როგორც გაუპატიურება, იმ შემთხვევაშიც, თუკი უშუალოდ სექსსუალური აქტი არ დამდგარა – “ბიბისი” წერს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 20:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics