აშშ-ში 109 მილიონი დოლარის ღირებულების F-35B ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა.
ინფორმაციას Al Jazeera ქვეყნის სამხედრო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ პილოტი გადარჩა.
მათივე ინფორმაციით, საინფორმაციო ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებში ჩანს მინდორზე ჩამოვარდნილი ნამსხვრევებიდან ამომავალი შავი კვამლის ბოლქვი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მრავალი სამხედრო და სახანძრო მანქანა.















