აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს. რუსული მედიის ცნობით, ახალი ზომები სენტმა ორშაბათს, ანტიირანული სანქციების კანონპროექტში შესწორების სახით შეიტანა. მას მხარი სენატორების დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა.

მანამდე, აშშ-ს კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის დეტალები გაახმოვანა. ამის შესახებ რუსული სააგენტოები დოკუმენტზე დაყრდნობით წერდნენ. კანონპროექტის თანახმად, ამერიკულ კომპანიებს და კერძო პირებს აეკრძალებათ რუსული ბანკების დაკრედიტება 14 დღეზე მეტ ხანს. ამ დროისთვის ეს ვადა 90 დღეა. 30 დღემდე შეიზღუდება ასევე რუსული ენერგოკომპანიების დაფინანსების ვადები.

ახლა კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უნდა მოიწონოს, შემდეგ კი თეთრ სახლში პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვა რუსული ტელეარხების აკრძალვას აპირებს
შემდეგი სტატიააფხაზეთში დაფიქსირდა დამსვენებელთა რიცხვის მკვეთრი ვარდნა