აშშ საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას ყურადღებით დააკვირდება – ვედანტ პატელი

აშშ საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა. უცხოელი მაღალჩინოსანი აღნიშნულ კნაონთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ის “კრემლის სახელმძღვანელოდან” გადმოწერილს ჰგავს, რომლის სამიზნეც მესამე სექტორი და ჟურნალისტები არიან.

“ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა: ის შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან რეალური და კვლავ ძალიან სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი [კანონი], რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვირდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს, – აღნიშნა პატელმა, რომლის კომენტარსაც “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისოფელ გლდანში ყაზბეგისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება
შემდეგი სტატია“იმედია, შევიტან ჩემს წვლილს ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში” – ბრიტანეთის ახლად დანიშნული ელჩი