აშშ საქართველოში არეულობას ხელს უწყობს – ზახაროვა

ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს და მხარს უჭერს საქართველოში არეულობას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ზახაროვამ აღშფოთება გამოთქვა სომხეთში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლება მშვიდობიანი მიტინგების დარბევაში დაადანაშაულა.

„აი სწორედ ეს არის დემოკრატია ვაშინგტონურად. ერთ შემთხვევაში აშშ თავისი საელჩოს პირით აცხადებს, რომ მიტინგები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ჩატარდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში მხარს უჭერს დასავლური ძალების მიერ ინსპირირებულ არეულობას. ეს არის იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ადგენს აშშ წესებს, რომელთა შეცვლა ერთი ხელის მოსმით, მომენტის კონიუნქტურიდან გამომდინარეა შესაძლებელი“, – განაცხადა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიამერიკის ელჩმა “ქართულ ოცნება” დეზინფორმაციის გავრცელებასა და საბჭოთა მეთოდებით მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლაში ამხილა
შემდეგი სტატიაუკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა