აშშ სამხედრო საჭიროებებზე 10-ჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე რუსეთი

 

2018 წელს აშშ-მ სამხედრო საჭიროებებზე 643,3 მილიარდი დოლარი დახარჯა. ეს 10-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის თავდაცვის ხარჯები. გარდა ამისა, მეტია ვიდრე ჩინეთის (168,2 მილიარდი) და საუდის არაბეთის (82,9 მილიარდი) ხარჯები – ასეთი მონაცემებია ტრადიციულ მოხსენებაში, რომელიც პარასკევს, 15 თებერვალს ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) გამოაქვეყნა – “დოიჩე ველე” წერს.

რუსეთმა, აღნიშნული ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა და გაუსწრო ნატოს წევრ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ბრიტანეთს, რომლის სამხედრო ხარჯია 56,1 მილიარდი დოლარი, საფრანგეთს (53,4 მილიარდი დოლარი) და გერმანაის (45,7 მილიარდი დოლარი).
IISS-ის ექსპერტმა ფრანსუა ჰაისბურგმა მოხსენება მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში საბჭოთა ჯარების გაყვანის 30 წლისთავი აღნიშნეს
შემდეგი სტატიამიუნხენში რუსეთს ევროპის საფრთხე უწოდეს