10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

ლიბანში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ლიბანში არსებული ვითარება საკმაოდ სახიფათო და არაპროგნოზირებადი რჩება. განცხადებაში ასევე იხსენებენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მდებარე ამერიკულ უნივერსიტეტებზე დარტყმების განხორციელების თაობაზე ირანის მუქარას.

„ახლა თუ ქვეყანაში იმყოფებით, სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ლიბანი სანამ კომერციული ავიარეისები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისგან. მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დატოვონ ლიბანი, ვურჩევთ გეგმები მოამზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის და მზად იყვნენ თავშესაფრის პოვნისთვის, თუ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილაშა დეისაძე-შარვაშიძე: ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა უნდა მოხდეს მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების თანახმად
შემდეგი სტატიათელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება