აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin-ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin-ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს. საუბარია ტექნიკაზე, რომლის ღირებულებაც 75 მილიონ დოლარს აღწევს. გადაწყვეტილება უკვე გააცნეს კონგრესს.

როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, ამ იარაღის მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსსა და ეროვნულ უსაფრთხოებას განამტკიცებს, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების გზით. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ამ შეიარაღების საქართველოსთვის გადაცემა რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსს არ დაარღვევს.„საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ანტისარაკეტო კომპლექს Javelin-ის 410 რაკეტის, 72 სამიზნე-გამშვები ბლოკის, 10 სასწავლო კომპლექსისა და 70 ჭურვის შეძენა. ამასთან, აშშ-ის მთავრობა მზადაა, საქართველოში ტექნიკის ტრანსპორტირება და მისი ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციაში განმარტებულია, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ გარიგება დასრულებული არ არის და მისი გადახედვა კონგრესს შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიმერიასთან დაკავებულთა საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა