აშშ-ის საელჩო რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ის საელჩო რუსეთში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელი მოქმედებების გამო, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართოს, მოხდეს თავდასხმები ცალკეულ ადამიანებზე და გაიზარდოს ანტიამერიკული განწყობები.

ქიმიური იარაღის გამოყენების გამო იდლიბში 80-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 600-მდე დაშავდა.
დღეს აშშ-მ 59 ფრთიანი რაკეტა “ტომაგავკი” დაარტყა ცენტრალურ სირიაში სამხედრო აეროდპორტს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სარაკეტო დარტყმებს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ გამოყენებული გაზის გამო “შურისძიება” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს პრეზიდენტი გვესაუბრებოდა ღიად ოპოზიციის ფლანგიდან
შემდეგი სტატიაამერიკა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ქმედებებისთვის მზადაა