აშშ საელჩო ქართველ ჟურნალისტებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

“დღეს, როგორც არასდროს, ვხედავთ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის კრიტიკულ საჭიროებას მსოფლიოში. არსებულ ვითარებაში, პასუხისმგებლიანი ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირებისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო როლს ასრულებენ.
ქართული ჟურნალისტიკის დღეს, გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მივულოცოთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს, რომლებიც ხალხს დაუღალავად, მედიის ეთიკისა და სწორი გაშუქებისადმი სრული ერთგულებით ემსახურებიან. გმადლობთ!”,-ნათქვამია ამერიკის  შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიას საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული მოქმედებების ნუსხა გააცნო