“აშშ-ის საელჩო ეთანხმება დამკვირვებლების შეფასებებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა”

ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო,

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საერთაშორისო დამკვირვებლების იმ შეფასებას ეთანხმება, რომლის მიხედვით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

აღნიშNული განცხადება აშშ-ის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, აშშ-ის საელჩოს და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“აშშ-ის საელჩო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოს და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური ღირებულებები იქნა დაცული”, – განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, უბნების ძალიან დიდ უმრავლესობაზე მოსახლეობას ჰქონდა საშუალება თავისი არჩევანი გამოეხატა თავისუფლად, თუმცა იყო რამოდენიმე უბანი, სადაც განხორციელდა ძალადობა და დაშინების მცდელობა.

“მათ შორის ეს იყო მარნეულშიც. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტებს. ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, გამოიძიოს ძალიან დეტალურად და საგულდაგულოდ აღნიშნული ფაქტები. რაც შეეხება თავად ამ პროცესს, ეს იყო პირველი ნაწილი, წინ არის შემდგომი ტური და მათ ვისაც აქვს რაიმე გარკვეული პრობლემები, ჩვენ მოვუწოდებთ გადაჭრას ეს საკითხი წყნარად და მშვიდობიანი გზით, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში”, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: „დიდი ძალაუფლების მქონე ავტორიტარული ხელისუფლება ყოველთვის აბეჩავებს ხალხს!“