აშშ-ის საელჩო ანკარაში მოქალაქეებს 19 მაისს მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის საელჩო ანკარაში მოქალაქეებს 19 მაისს მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. 19 მაისს თურქეთი ახალგაზრდობისა და სპორტის დღეს აღნიშნავს. ქვეყნის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” თურქეთში ეროვნულ დღესასწაულზე ტერაქტების განხორციელებას ეცდება.

“აშშ-ის საელჩო ფლობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თურქეთში 19 მარტს, ათათურქის ხსოვნისა და ახალგაზრდობისა და სპორტის დღეს, თურქეთში ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ. თურქეთში საერთაშორისო და ადგილობრივი ტერორისტული ორგანიზაციების განსაკუთრებულ სამიზნეს უცხოელი და ამერიკელი ტურისტები წარმოადგენენ. ამიტომ, აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, გაეცნონ თურქეთში გამგზავრების შესახებ გაფრთხლებასა და უსაფრთხოების ზომების შესახებ განცხადებას”, – ნათქვამია თურქეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამას გარდა, აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა 22 მაისს, თურქეთის მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” ყრილობის დროს ანკარაში დემონსტრაციებსა და არეულობას არ გამორიცხავს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატიანემცოვის ქალიშვილი ეროვნული გვარდიის ხემლძღვანელის დაკითხვაზე უარს აპროტესტებს