“აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოეწერა”-თეთრი სახლი

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თეთრ სახლში ტრამპის და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია და მოლაპარაკებები გაუქმდა.

banner
წინა სტატიაშიფრიდრიხ მერცი – ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს, ამ საშინელ ომში არასდროს არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი
შემდეგი სტატია“ცუდად მხდის ეს დამამცირებელი სანახაობა… დასავლეთმა უნდა აჩვენოს ერთიანი ფრონტი ჩვენს მტრებს”-ბრიტანელი დეპუტატი