აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტები ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე გიულენის ექსტრადირების საკითხს განიხილავენ

ბარაკ ობამა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჩინეთში, “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი აშშ-ისგან გიულენის ექსტრადირებას ელოდება და ამ მხრივ მუშაობას განაგრძობს.

თურქეთის ხელისუფლება პენსილვანიაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა თავად გიულენი ბრალდებას უარყოფს.

ბარაკ ობამა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჩინეთში, “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში 4 სექტემბერს შეხვდებიან. პრეზიდენტები ასევე სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – ლევან იზორიამ ცოტა მეტი იმეცადინოს, რათა იცოდეს, წვრთნები როდის და რა პირობებში იგეგმება
შემდეგი სტატიარუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა