აშშ-სა და ნატოს სამხედროები ავღანეთის მთავარი ბაზიდან გავიდნენ

BAGRAM AIR BASE, AFGHANISTAN - MAY 11: U.S. Army soldiers walk to their C-17 cargo plane for departure May 11, 2013 at Bagram Air Base, Afghanistan. U.S. soldiers and marines are part of the NATO troop withdrawal from Afghanistan, to be completed by the end of 2014. (Photo by Robert Nickelsberg/Getty Images)

ავღანეთში, ავიაბაზა ბაგრამიდან აშშ-სა და ნატოს უკანასკნელი ჯარისკაცები გამოფრინდნენ. ავიაბაზას, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკავა ნატოს მისიაში.

ის გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა ჯარისკაცებმა ააშენეს. აშშ-ს მეთაურობით დასავლეთის კოალიციამ ბაზა 2001 წლის დეკემბერში დაიკავა – მაშინ, როცა “ალ-ქაიდასთან” საბრძოლველად შევიდნენ 11 სექტემბრის შემდეგ. ბაზა ყველაზე დიდი იყო ავღანეთში, იქ ასობით თვითმფრინავი და 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე ეტეოდა.
ნატომ ავღანეთში მისია მას შემდეგ დაასრულა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან ამერიკელი ჯარისკაცები გამოაყვს, რომ ამით ხანგრძლივ ომს ბოლო მოუღოს.

თავდაპირველად ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა 11 სექტემბრისთვის იგეგმებოდა, შემდეგ გეგმები შეიცვალა და აშშ ცდილობს 4 ივლისამდე მოასწროს გაყვანა – ამ დღეს აშშ-ში ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქე, რომელმაც მდინარეში პოლიეთილენის ბოთლები ჩაყარა, დააკავეს
შემდეგი სტატიატრამპის კომპანიებს გადასახადის გადაუხდელობას ედავებიან