აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი – შსს-ს განცხადება

31 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, კერძოდ:

31 ივლისის 10:00 საათიდან 1-ლი აგვისტოს 17:00 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე.

31 ივლისს, 20:00 საათიდან 1-ლი აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.

31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით.

banner
წინა სტატიაშიამერიკული სამხედრო ტექნიკა წინა წლებისგან განსხვავებით პირდაპირ საავტომობილო გზით გამოემართა ფოთიდან ვაზიანში
შემდეგი სტატიავიცე-პრეზიდენტს ექნება ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას