აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პირადი ექიმი გადადგა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ჯენიფერ პენიამ განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის პირადი ექიმი კონტრ-ადმირალი რონი ჯექსონი, რომელიც ვეტერანების საქმეთა მინისტრად უნდა დაენიშნათ, სკანდალში გაეხვა.
კონტრ-ადმირალი ჯექსონი იძულებული გახდა კანდიდატურა მოეხსნა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მედიამ, ჯექსონის მეგობრებზე დაყრდნობით, მას პროფესიული ეთიკის დარღვევაში, ლოთობასა და სექსუალურ შევიწროვებაში დასდო ბრალი. ასევე, ოფიციალური ბრალდებით გამოვიდა დემოკრატი სენატორი ჯონ ტესტერი. ჯერჯერობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტის ექიმი ჯენიფერ პენიაც თეთრი სახლის იმ სამედიცინო თანამშრომლების რიცხვში იყო, რომლებიც ჯექსონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

banner
წინა სტატიაშილიტვა “გრუზიას” ოფიციალურად “საქართველოთი” ცვლის
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთ სასაათე სარტყელს გამოიყენებენ