აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ბიძაშვილი, ნეიტ ვენსი უკრაინაში რუსების წინააღმდე სამი წელი იბროძოდა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ბიძაშვილი, ნეიტ ვენსი, უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოხალისედ შეუერთდა უკრაინის არმიას. ის “და ვინ­ჩის მგლე­ბის” ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა.

ასე რომ, 47 წლის აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ბიძაშვილი ნეიტ ვენსი უკრაინაში 2022 წელს ჩავიდა. ამერიკელმა უკრაინაში სამი წელი გაატარა, აქედან ორნახევარი უკრაინის ჯარში იბრძოდა.

ვანსმა, როგორც Honor Company-ს შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო კუპიანსკის, ბახმუტის, ავდეევკასა და პოკროვსკის ბრძოლებში. ინფორმაციას Le Fiagro ავრცელებს.
ნეიტ ვენსმა, გამოცემის ინფორმაციით, ბიძაშვილის ვიცე-პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა შეიარაღებული ძალები.

როცა ის აკრიტიკებდა უკრაინას დახმარებას, მე მეგონა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური თამაში იყო… მაგრამ ის, რაც მათ გააკეთეს ზელენსკისთან (ტრამპთან და ვენსთან, – რედ.) იყო ჩასაფრება, გამსჭვალული აბსოლუტური თვალთმაქცობით…

ნეიტ ვენსი იმედგაცრუებულია ბიძაშვილის პოზიიციით.

ამერიკელი ამბობს, რომ რამდენჯერმე სცადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან დაკავშირება უფრო მეტიც მან ვენსის კაბინეტში მესიჯიც კი დატოვა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა,- წერს Le Fiagro

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო სიკორსკის – უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია
შემდეგი სტატიაგაემგზავრეთ კანის კინოფესტივალზე თიბისი კონცეპტისა და Mastercard-ის შეთავაზებით