აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტი: “უახლოეს კვირეებში კარგი სიახლეებია მოსალოდნელი”

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ „უახლოეს კვირებში კარგი სიახლეები“ არის მოსალოდნელი. NBC News-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით „მნიშვნელოვანი პროგრესი“ არსებობს, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ არ მიუღწევიათ. ვენსის თქმით, ის კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის გადაჭრის შეუძლებლობა მისი მუშაობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად დარჩა.
„რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები თეთრი სახლისთვის ყველაზე რთული გამოწვევაა,“ – აღნიშნა მან.

ვენსმა ასევე განაცხადა, რომ თეთრ სახლში ფიქრობდნენ, თითქოს ეს ომი „ყველაზე მარტივი იქნებოდა“, რომლის შეწყვეტაც შესაძლებელი იყო.

სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების ბოლო ვიზიტი მოსკოვში შედეგის გარეშე დასრულდა – ვლადიმერ პუტინმა მშვიდობის გეგმაზე უარი თქვა. ამ ფონზე, უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლები – რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი აშშ-ში გაემგზავრნენ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

ამასთან, “Spiegel” წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შიშობს, რომ აშშ-მა შესაძლოა უკრაინის ინტერესები დააზიანოს რუსეთთან შესაძლო შეთანხმებების დროს, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხში.

banner
წინა სტატიაში„ეს უნდა შეწყდეს“ – ტრამპმა უკრაინის ომზე ახალი განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა