აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ კონდიტერს ნება დართო გეი-ქორწილს არ მოემსახუროს

აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების ანულირება მოახდინა საჩივარზე კონდიტერის წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა გეების ქორწილისთვის ტორტის გაკეთებაზე – გადაწყვეტილება 9-დან 7-მა მოსამართლემ მიიღო. განაჩენის თანახმად, კოლორადოს სამოქალაქო უფლებების კომისიამ კონდიტერ ჯეკ ფილიპსისადმი “მტრული დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინა”, რომლის უარის მოტივაცია რელიგიური დამოკიდებულებებია. ფილიპსი ქრისტიანია. ის თავს “ტორტების მხატვარს” უწოდებს. მან 6 წლის წინ უარი თქვა გეი-წყვილისთვის ტორტის გაკეთებაზე და განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი სხვა დღესასწაულისთვის გააკეთოს ტორტი, მაგრამ არა ქორწილისთვის, რადგანაც ამით ის მონაწილე ხდება იმ რელიგური ცერემონიის, რომელიც მის ქრისტიანულ მორალს ეწინააღმდეგება – “ბიბისი” წერს.

გეი წყვილმა შემთხვევის გამო კოლორადოს სამოქალაქო უფლებების კომისიას და სასამართლოს მიმართა. ორივე ორგანომ გადაწყვიტა, რომ კონდიტერმა სექსუალურ ნიადაგზე წყვილის დისკრედიტაცია მოახდინა, რაც კოლორადოს შტატის კანონის დარღვევაა.
ფილიპსმა, რომელიც გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო, უმაღლეს სასამართლოს მიმართა. საჩივარში ეწერა, რომ კოლორადოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მისი რწმენის თავისუფლებას არღვევს, რაც ამერიკის კონსტიტუციით მისი გარანტირებული უფლებაა.

აშშ-ში უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2015 წლიდან ერთნაირსქესიანთა ქორწნება ნებადართულია. მანამდე გეი-ქორწინებები მხოლოდ რამდენიმე შტატში შეიძლებოდა.

banner
წინა სტატიაშიბილ კლინტონმა სათავგადასავლო რომანი გამოსცა
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები ივნისის სამიტზე აღიარებენ საქართველოს პროგრესს“ – სტოლტენბერგი