აშშ-ს უკვე აღარ უნდა ბაშარ ასადის ჩამოგდება

ბაშარ ასადის პრეზიდენტობიდან ჩამოდგება უკვე აღარ არის ამერიკის პოლიტიკის მთავარი თემა – აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროში განაცხადა. ნიკკი ხეილიმ თქვა, რომ ამერიკელების მთავარი პრიორიტეტი სირიელებისათვის უკეთესი ცხოვრებისაკენ ცვლილებების შესაძლებლობებია. მისი თქმით, ეს იქნება ის პოლიტიკა, რომელსაც დონალდ ტრამპის მთავრობა გაატარებს მაშინ, როცა ბარაკ ობამას მთავრობის პირდაპირი მიზანი ასადის ჩამოგდება იყო -წერს  “ბიბისი”.
ანალიტიკოსების თქმით, ასადის პოზიცია სირიაში ერთი პერიოდი შესუსტებული იყო, მაგრამ ახლა ის თავდაჯერებულად გამოიყურება.

banner
წინა სტატიაშიბელორუსმა რუსეთის გაზის ვალის აღიარებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიამარიუპოლში აფეთქებას დონეცკის დაზვერვის სამსახურის უფროსი შეეწირა