”აშშ-ს უკრაინისთვის არ მიუწოდებია არც ერთი დონის, თუნდაც მცირე სახის სადაზვერვო ინფორმაცია რუსულ სამხედრო ავიაბაზებზე დრონებით შეტევის მოსამზადებლად”– იუწყება CBS-ი თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით.
შეერთებულ შტატებს არ გაუზიარებია ზელენსკისთვის სადაზვერვო მონაცემები. უკრაინამ ინფორმაცია დამოუკიდებლად შეაგროვა და დაგეგმა მსოფლიო დონის უნიკალური, უპრეცედენტო სპეცოპერაცია.
მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ შეტევის შესახებ, რომელიც რუსულ ავიაბაზებზე იყო დაგეგმილი, წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა და მხოლოდ მისი მიმდინარეობისას გაიგეს სპეცოპერაციაზე.